სააგენტო "პარალელი"
“ეკა, შენი გულშემატკივრები უფრო ბევრნი ვართ” – ნანუკა ჟორჟოლიანი
ეკა კუპატაძისა და მისი გარდაცვლილი შვილის, გიგა ავალიანის მიმართ დაფიქსირებულ მძიმე პოზიციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და შვილმოკლული დედის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს ნანუკა ჟორჟოლიანი:
“შემეძლო პირადადაც მიმეწერა, მაგრამ ახლა აუცილებელია საჯარო სოლიდარობა, რომ ჩვენი ხმა უფრო ისმოდეს და ფარავდეს იმ მაარაზმს, რაც ეკა კუპატაძის თავს ხდება.
კომენტარები რომ თურმე გიგა მოსაკლავი იყო, მინიშნებები სენსიტიურ თემებზე მხოლოდ ავტორის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ადასტურებს.
ეკა, შენი გულშემატკივრები უფრო ბევრნი ვართ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი
“ეკა, შენი გულშემატკივრები უფრო ბევრნი ვართ” – ნანუკა ჟორჟოლიანი
პარალელი