სიახლე

ქუთაისში ქალს სახლში თავს დაესხა, პისტოლეტის მუქარით ძვირფასეულობის გატაცება სცადა და მიიმალა

მედიაცენტრი

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული მიმდინარე წლის 11 ივლისს, ქუთაისში, ქალბატონს საცხოვრებელ სახლში თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდა, პისტოლეტის მუქარით ძვირფასეულობის გატაცება სცადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „დაშავებული ქალბატონი შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა დაადგინეს და ბრალდებულის სახით დააკავეს”, – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post ქუთაისში ქალს სახლში თავს დაესხა, პისტოლეტის მუქარით ძვირფასეულობის გატაცება სცადა და მიიმალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი