სასამართლომ ოთარ ფარცხალაძის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელსაც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზება ექმუქრება, დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დარჩა. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ აღკვეთის ღონისძიება დღევანდელ სხდომაზე გადასინჯა. პროკურატურა პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა, ადვოკატები კი მის გაუქმებას ითხოვდნენ. რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძეზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ფარცხალაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post სასამართლომ ოთარ ფარცხალაძის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →