სიახლე

ვარშავაში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს

მედიაცენტრი

ვარშავაში პოლიციამ საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა. მათ ბრალად 25 წლის ბელარუსის მოქალაქეზე თავდასხმა, ძარცვა და გატაცების მცდელობა ედებათ. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. შემთხვევა ივლისის ბოლოს, ვარშავის ოხოტის რაიონში მოხდა. დაზარალებულს ბანკომატში თანხის შეტანისას რამდენიმე პირი დაესხა თავს. პოლონური მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა კაცი მიწაზე დააგდეს, სასტიკად სცემეს და მისი ავტომობილში ძალით ჩასმა სცადეს. თავდასხმის შედეგად ბელარუსის მოქალაქემ თავის არეში დაზიანებები მიიღო. თავდამსხმელებმა მას მობილური ტელეფონი და საფულე წაართვეს. The post ვარშავაში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი