,,რეგიონმა გაიაზრა, რომ უსაფრთხოებას გარედან ვერ იყიდის”- ისმაილ ბაღაი
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, რეგიონის სახელმწიფოებმა გაიაზრეს, რომ უსაფრთხოება არ არის პროდუქტი, რომლის შეძენაც არაკეთილსინდისიერი შუამავლებისგან არის შესაძლებელი. ბაღაის თქმით, თეირანს არანაირი შეშფოთება არ აქვს პაკისტანს, თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის ახლახან დადებული უსაფრთხოების შეთანხმების გამო. ირანული მხარის შეფასებით, ეს ნაბიჯი პირიქით, ადასტურებს, რომ რეგიონულმა მოთამაშეებმა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართ მიდგომა შეცვალეს. სამმხრივ ხელშეკრულებას პარტნიორებმა გასულ კვირას მოაწერეს ხელი, რაც თავდასხმის შემთხვევაში მოკავშირეების ურთიერთდახმარებას ითვალისწინებს. თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განმარტა, რომ ახალი ალიანსი არც ირანის და არც რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არ არის… The post ,,რეგიონმა გაიაზრა, რომ უსაფრთხოებას გარედან ვერ იყიდის”- ისმაილ ბაღაი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →