სააგენტო "პარალელი"
“რასაც ქოცები აკეთებენ, ეს არის სამშობლოს ღალატი” – დავით ქაცარავა
ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით ქაცარავა ირაკლი კობახიძისა და მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაფიქსირებულ კონკრეტულ პოზიციებს მწვავე შეფასებებით ეხმაურება:
“რასაც ქოცები აკეთებენ, ეს არის სამშობლოს ღალატი.
ადრე თუ დაფარულად ცდილობდნენ რუსების საქმის კეთებას, დღეს უკვე ღიად, ყოველგვარი მორიდების გარეშე რუსებთან ერთად, შეჯერებულ პოზიციას აფიქსირებენ.
დადგება დღე, როდესაც ეს ქოცბანდა აღმოჩნდება განსასჯელთა სკამზე და გასამართლდება სამშობლოს ღალატის მუხლით“, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის: მიხეილ ყაველაშვილმა, მედიასთან კომენტირებისას რუსეთი მოიხსენია როგორც ე.წ. დამპყრობელი, ხოლო ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთის ჯარი… 7 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმმა დაბომბა ცხინვალი“.
“რასაც ქოცები აკეთებენ, ეს არის სამშობლოს ღალატი” – დავით ქაცარავა
პარალელი