ალიევმა და ფაშინიანმა დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე ერთობლივად წარადგინეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე ერთობლივად წარადგინეს. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 2025 წლის 8 აგვისტოს სამშვიდობო შეთანხმებიდან ერთი წლის თავზე გავრცელდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტრამპის შუამავლობით მიღწეულმა შეთანხმებამ მხარეებს შორის ურთიერთობების დასტაბილურებას, საზღვრების დელიმიტაციასა და ნდობის აღდგენას ჩაუყარა საფუძველი. გარდა ამისა, მხარეებმა ხელი მოაწერეს ქარტიას, რომელიც ახალ სტრატეგიულ პარტნიორობასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ითვალისწინებს. The post ალიევმა და ფაშინიანმა დონალდ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე ერთობლივად წარადგინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →