სამხრეთ კორეა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევისგან თავს კვლავ იკავებს
სამხრეთ კორეის მთავრობა ინარჩუნებს ფრთხილ პოზიციას უკრაინის მოთხოვნაზე საჰაერო თავდაცვისა და სხვა სამხედრო მხარდაჭერის გაწევის შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა The Korea Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის განცხადებით, ქვეყანა უკრაინისთვის ჰუმანიტარული, ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვისა და განათლების სფეროების დახმარების პოლიტიკას იცავს, თუმცა ლეტალური იარაღის მიწოდებისგან თავს იკავებს. აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებს მოჰყვა, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე ჩრდილოეთ კორეიდან დამატებითი ჯარებისა და ბალისტიკური ტექნიკის განთავსებას გეგმავს. სამხრეთკორეელმა ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის სამხედრო თანამშრომლობა პირდაპირ ემუქრება სამხრეთ კორეის უსაფრთხოებას,… The post სამხრეთ კორეა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევისგან თავს კვლავ იკავებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →