სააგენტო "პარალელი"
“ქოცები აუცილებლად შევლენ ისტორიის სახელმძღვანელოებში, როგორც საქართველოს მოღალატეები. ვერ გადაწერთ ისტორიას!” – ნანკა კალატოზიშვილი
ირაკლი კობახიძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციაზე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გამოხმაურებასთან დაკავშირებით, მწვავე შეფასებებს აკეთებს მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი:
“ამიტომ აქვს სიტყვებს მნიშვნელობა, სახელმწიფო პირებისგან – ყოფილი თუ მოქმედი, მნიშვნელობა არ აქვს!
ქოცები აუცილებლად შევლენ ისტორიის სახელმძღვანელოებში, როგორც საქართველოს მოღალატეები. ვერ გადაწერთ ისტორიას!
ქვეყანამ კი ნამდვილად უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, რომ რუსული ძალა მოიშოროს, რომელიც როგორც ჭირი, ასნეულებს ყოველდღე“, – წერს ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის: ირაკლი კობახიძის მიერ ომის პროვოცირებაში მიხეილ სააკაშვილის დადანაშაულებას გამოეხმაურა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი და განაცხადა, რომ “საქართველომ კობახიძის სახით სააკაშვილი აღიარა დამნაშავედ აგრესიაში, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს“.
“ქოცები აუცილებლად შევლენ ისტორიის სახელმძღვანელოებში, როგორც საქართველოს მოღალატეები. ვერ გადაწერთ ისტორიას!” – ნანკა კალატოზიშვილი
პარალელი