სიახლე

“მდინარე სუფსა გზის მდგრადობას საფრთხეს უქმნის”- საჯავახო-ქობულეთის მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედელი ეწყობა

GuriaNews

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ნაპირის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც რკინაბეტონის ნაპირსამაგრი კედელი ეწყობა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ” აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე სუფსა ინტენსიურად რეცხავს მარცხენა ფერდობს, რომელზეც საავტომობილო გზაა განთავსებული, რაც საფრთხეს უქმნის გზის მდგრადობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციას. გზის დაცვის მიზნით, პროექტით გათვალისწინებულია მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე […] The post “მდინარე სუფსა გზის მდგრადობას საფრთხეს უქმნის”- საჯავახო-ქობულეთის მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედელი ეწყობა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე ნაპირის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც რკინაბეტონის ნაპირსამაგრი კედელი ეწყობა, _ ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

” აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარე სუფსა ინტენსიურად რეცხავს მარცხენა ფერდობს, რომელზეც საავტომობილო გზაა განთავსებული, რაც საფრთხეს უქმნის გზის მდგრადობასა და უსაფრთხო ექსპლუატაციას.
გზის დაცვის მიზნით, პროექტით გათვალისწინებულია მდინარე სუფსის მარცხენა ნაპირზე 204 გრძივი მეტრის რკინაბეტონის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობა და მდინარის კალაპოტის ფორმირება. ასევე, არსებული წყალგამტარი მილიდან ნაპირსამაგრ კედლამდე მოეწყობა 210 მეტრის სიგრძის რკინაბეტონის ღია არხი

 პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2.2 მილიონი ლარია”,_ წერია ოფიციალურ ინფორმაციაში.

The post “მდინარე სუფსა გზის მდგრადობას საფრთხეს უქმნის”- საჯავახო-ქობულეთის მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედელი ეწყობა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი