სიახლე

ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა — რა ვითარებაა ოჯახში ძალადობის მხრივ გურიაში

GuriaNews

2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში გურიის რეგიონში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სულ 51 შემაკავებელი ორდერი გაიცა, რომლებშიც 93 პირი ფიგურირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, რეგიონში ყველაზე გავრცელებული ფორმა ფსიქოლოგიური ძალადობაა. გამოცემული ორდერების მიხედვით, დაფიქსირდა ძალადობის შემდეგი ფორმები (შენიშვნა: ერთ შემთხვევაზე შესაძლოა რამდენიმე სახე გამოვლინდეს): ფსიქოლოგიური ძალადობა — 46 შემთხვევა; ფიზიკური ძალადობა — […] The post ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა — რა ვითარებაა ოჯახში ძალადობის მხრივ გურიაში appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში გურიის რეგიონში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე სულ 51 შემაკავებელი ორდერი გაიცა, რომლებშიც 93 პირი ფიგურირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, რეგიონში ყველაზე გავრცელებული ფორმა ფსიქოლოგიური ძალადობაა.

გამოცემული ორდერების მიხედვით, დაფიქსირდა ძალადობის შემდეგი ფორმები (შენიშვნა: ერთ შემთხვევაზე შესაძლოა რამდენიმე სახე გამოვლინდეს):

ფსიქოლოგიური ძალადობა — 46 შემთხვევა;

ფიზიკური ძალადობა — 21 შემთხვევა;

სექსუალური ძალადობა — 1 შემთხვევა.

სტატისტიკის თანახმად, რეგიონში დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევების მსხვერპლი  44 ქალია (მათ შორის 3 არასრულწლოვანი), ხოლო 7 — კაცი. რაც შეეხება მოძალადეებს, 42 ფიგურანტიდან 41 კაცია, ხოლო 1 — ქალი.

მონაცემები აჩვენებს, რომ ოჯახში ძალადობისგან ყველაზე ხშირად 45 წელს გადაცილებული ქალები ზარალდებიან — ამ ასაკობრივ ჯგუფზე მსხვერპლ ქალთა ნახევარი (22 შემთხვევა) მოდის. მოძალადე კაცების უმრავლესობა კი 25-დან 60 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ერთიანდება.

The post ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა — რა ვითარებაა ოჯახში ძალადობის მხრივ გურიაში appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი