სიახლე

ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანის საფრთხის გამო თურქეთში თვითმფრინავი ფარულად შეიცვალა

მედიაცენტრი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გასულ თვეში თურქეთში გამართული ნატო-ს სამიტიდან დაბრუნებისას, უსაფრთხოების სამსახურების მითითებით, რეისი და თვითმფრინავი ფარულად შეცვალეს. „საიდუმლო სამსახურისა და სამხედროების მითითებებს ვემორჩილები. მათ სურდათ, რომ სხვა რეისით, სხვა თვითმფრინავით გავმგზავრებულიყავი. უბრალოდ, უნდა გავაკეთო ის, რასაც ისინი მეუბნებიან“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, შენიღბვის უჩვეულო ოპერაცია ირანის მხრიდან მოსალოდნელმა სარაკეტო საფრთხემ განაპირობა. მედიის ინფორმაციით, ტრამპი ანკარაში კამერების წინ Air Force One-ში ჩაჯდა, თუმცა ბორტიდან კვების მომსახურების სატვირთო მანქანის მეშვეობით ფარულად ჩამოვიდა და უფრო პატარა, სამხედრო-საჰაერო ძალების C-32A თვითმფრინავში გადაიყვანეს. აღნიშნული რეისით… The post ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანის საფრთხის გამო თურქეთში თვითმფრინავი ფარულად შეიცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი