სიახლე

იმერეთის 7 მუნიციპალიტეტი ფინანსური მხარდაჭერის მიზნით 21 700 000 ლარს მიიღებს

MegaTV

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მუნიციპალიტეტების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით თანხის გამოყოფა დაევალა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის №1755 განკარგულებიდან ირკვევა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს. დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსულობების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტრომ მუნიციპალიტეტებისთვის არაუმეტეს 52 720 000 ლარი უნდა გამოყოს. თანხა მუნიციპალიტეტებზე შემდეგნაირად გადანაწილდება: ახმეტის მუნიციპალიტეტი – 200 000 ლარი; გურჯაანის მუნიციპალიტეტი − 200 000 ლარი; […]

პირველწყარო →

დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივი ბიუჯეტების შემოსულობების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტრომ მუნიციპალიტეტებისთვის არაუმეტეს 52 720 000 ლარი უნდა გამოყოს.

თანხა მუნიციპალიტეტებზე შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • ახმეტის მუნიციპალიტეტი – 200 000 ლარი;
  • გურჯაანის მუნიციპალიტეტი − 200 000 ლარი;
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი – 300 000 ლარი;
  • ყვარლის მუნიციპალიტეტი – 200 000 ლარი;
  • ჭიათურის მუნიციპალიტეტი − 9 000 000 ლარი;
  • ტყიბულის მუნიციპალიტეტი − არაუმეტეს 3 500 000 ლარი;
  • ბაღდათის მუნიციპალიტეტი – 3 150 000 ლარი;
  • ვანის მუნიციპალიტეტს – 3 250 000 ლარი;
  • თერჯოლის მუნიციპალიტეტი – 2 800 000 ლარი;
  • სამტრედიის მუნიციპალიტეტი – 300 000 ლარი;
  • ხონის მუნიციპალიტეტი – 3 250 000 ლარი;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი – 6 220 000 ლარი;
  • აბაშის მუნიციპალიტეტი – 2 500 000 ლარი;
  • მარტვილის მუნიციპალიტეტი – 1 500 000 ლარი;
  • მესტიის მუნიციპალიტეტი − 400 000 ლარი;
  • სენაკის მუნიციპალიტეტი – 350 000 ლარი;
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი – 3 100 000 ლარი;
  • წალენჯიხის მუნიციპალიტეტი – 1 300 000 ლარი;
  • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი – 1 500 000 ლარი;
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს – 3 000 000 ლარი;
  • თიანეთის მუნიციპალიტეტი – 450 000 ლარი;
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტი – 1 900 000 ლარი;
  • ლენტეხის მუნიციპალიტეტი – 2 500 000 ლარი;
  • ონის მუნიციპალიტეტი – 350 000 ლარი;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტი – 1 500 000 ლარი.

მსგავსი