,, ვიღაცის ინტერესში შედიოდა, რომ მიჩქმალულიყო გამოძიება” – ტარიელ კაკაბაძე
12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, საქმის გამოძიების პროცესში მეწყრის ჩამოწოლის ვერსია თანდათან გამოირიცხება. უფლებადამცველის შეფასებით, წლების განმავლობაში არსებობდა ინტერესი, რომ საგამოძიებო მოქმედებები შეჩერებულიყო და ჭეშმარიტება არ დადგენილიყო. „წლების განმავლობაში გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, აღნიშნულ საქმეში მით უფრო მეტად გამოირიცხება მეწყერის ვერსია. ჩემი შეფასებით, ვიღაცას აწყობდა, ვიღაცის ინტერესში შედიოდა, რომ მიჩქმალულიყო გამოძიება, გაჩერებულიყო საგამოძიებო მოქმედებები, არ დადგენილიყო ჭეშმარიტება“, – აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ. ადვოკატმა ასევე ყურადღება გაამახვილა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით. მისი… The post ,, ვიღაცის ინტერესში შედიოდა, რომ მიჩქმალულიყო გამოძიება” – ტარიელ კაკაბაძე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →