ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე მართვის მოწმობის ქულები ჩამოიჭრება
საგზაო უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის თანახმად, სიჩქარის გადაჭარბების ეფექტური პრევენციისა და აღსრულებისთვის გაგრძელდება მუშაობა ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული დარღვევების საპასუხოდ მძღოლებისთვის მართვის მოწმობის ქულების ჩამოჭრის სისტემის დანერგვაზე. მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დღეისათვის სიჩქარის გადაჭარბებაზე ქულათა სისტემა პრაქტიკაში ეფექტურად ვერ ხორციელდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-თან თანამშრომლობით, იგეგმება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის გაუმჯობესება და ახალი კამერების დამონტაჟება განსაკუთრებით იმ მონაკვეთებზე, სადაც სიჩქარის გადაჭარბების მაღალი რისკი არსებობს. ამასთანავე, მთავრობა გეგმავს დასახლებულ პუნქტებში მაქსიმალური დასაშვები სიჩქარის ლიმიტებისა და დასაშვები გადაჭარბების (ტოლერანტობის) ზღვარის შემცირებას. სტრატეგიის მიხედვით, სიჩქარის ეფექტური მენეჯმენტი უზრუნველყოფს: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, გარდაცვლილთა… The post ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე მართვის მო…
პირველწყარო →