სიახლე

გერმანიამ სადაზვერვო სამსახურების უფლებამოსილებები გააფართოვა

მედიაცენტრი

გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც ქვეყნის სადაზვერვო უწყებებს უფლებამოსილებებს მნიშვნელოვნად უზრდიან. გერმანიის მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებული ახალი ზომების თანახმად, კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ სამსახურსა და ფედერალურ სადაზვერვო სამსახურს შესაძლებლობა ექნებათ, უფრო აქტიურად განახორციელონ მონაცემთა შეგროვება და გაატარონ ოპერატიული ღონისძიებები მოსალოდნელი თავდასხმების აღსაკვეთად. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრ დობრინდტის განცხადებით, ინიციატივა ასევე ითვალისწინებს სადაზვერვო საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას. „ჩვენს სადაზვერვო სამსახურებს ნამდვილ საიდუმლო სამსახურებად გარდავქმნით“, – აღნიშნა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვეყნის სადაზვერვო უწყებები მსგავს ოპერატიულ უფლებამოსილებებს იღებენ. The post გერმანიამ სადაზვერვო სამსახურების უფლებამოსილებები გააფართოვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი