ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულება ტურისტებისთვის, რომლებსაც მარტო მოგზაურობა უყვართ, ხორვატიაა. რეიტინგი HypeBae-მ გამოაქვეყნა.
რეიტინგის შექმნელები მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა იდეალურია პარკებში სასეირნოდ, ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად და ღვინის დასაგემოვნებლად.
რეიტინგში მეორე ადგილს პერუ და მის ტერიტორიაზე მდებარე ინკების ძველი ქალაქი მაჩუ-პიქჩუ იკავებს. მარტო მოგზაურობის მოყვარულებს ურჩევენ ასევე ბალიზე, სამხრეთ კორეასა და ნიუ-იორკში გამგზავრებას.
სიაში ასევე მოხვდა შვეიცარია, იტალია, ახალი ორლეანი, მალტა, კოპენჰაგენი, მადრიდი, ბარსელონა, ჰონგ-კონგო, ამსტერდამი, ახალი ზელანდია, მაროკო, ავსტრალია, ტაილანდი, იაპონია და სინგაპური.
The post მარტო მოგზაურობის მოყვარულებისთვის საუკეთესო ადგილები დასახელდა appeared first on გურია ნიუსი.