სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 ადამიანი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის დავით კიკნაძის ბრიფინგი გაიმართა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 ადამიანი დააკავეს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს. აღნიშნული მიმართულებით, სამართალდამცველები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში, კომპლექსურ საპოლიციო და პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ. სამართალდამცველების მიერ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 135 ადამიანი. მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 ადამიანია”- განაცხადა დავით კიკნაძემ. შსს-ს ცნობით, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.… The post სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 ადამიანი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTA…
პირველწყარო →