სიახლე

შსს: გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, დევდორაკის ხეობაში ყველა შეზღუდვა მოიხსნა

GuriaNews

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დევდორაკის ხეობაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა. “შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი “დარიალი”. დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება […] The post შსს: გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, დევდორაკის ხეობაში ყველა შეზღუდვა მოიხსნა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დევდორაკის ხეობაში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო   თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული ვითარების გათვალისწინებით, საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას სასაზღვრო გამშვები პუნქტი “დარიალი”.

დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, სასიგნალო შეტყობინება დღის პირველ ნახევარში შემოვიდა.
პროტოკოლის შესაბამისად, სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ ადგილზე მყოფი მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებული საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია მყისიერად განხორციელდა.

ამავდროულად პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის ორივე მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

The post შსს: გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, დევდორაკის ხეობაში ყველა შეზღუდვა მოიხსნა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი