სიახლე

რუმინეთმა ჩერნავოდას მეორე და ბოლო მოქმედი ატომური რეაქტორი გააჩერა

მედიაცენტრი

POLITICO-ს ცნობით, ხუთშაბათს რუმინეთმა ჩერნავოდას მეორე და ბოლო მოქმედი ატომური რეაქტორი გააჩერა, რადგან გვალვისგან დამშრალ მდინარე დუნაიში წყლის დონე გამაგრილებელი ტუმბოების მოსამარაგებლად კრიტიკულად შემცირდა. ხელისუფლების განცხადებით, ეროვნულმა ენერგოსისტემამ სტაბილურობა შეინარჩუნა, ხოლო წარმოქმნილი დეფიციტის აღმოფხვრა იმპორტის, ჰიდროელექტროსადგურების, ქარის ენერგიის, ნახშირბლოკებისა და სარეზერვო გენერაციის ხარჯზე იგეგმებოდა. 28 ივლისს, 1-ელი ენერგობლოკის გათიშვის შემდეგ, რუმინეთმა მოსალოდნელი ენერგოკრიზისის შესახებ ევროკომისიას უკვე აცნობა. მე-2 ენერგობლოკი დამატებით დაახლოებით 700 მეგავატს გამოიმუშავებდა, რაც ეროვნული წარმოების თითქმის 10%-ს შეადგენს. ჩერნავოდას სადგური, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაჩერებული დარჩეს. The post რუმინეთმა ჩერნავოდას მეორე და ბოლო მოქმედი ატომური რეაქტორი გააჩერა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი