ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობპროდუქტების საზღვაო ექსპორტი 55%-ით შემცირდა
ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობპროდუქტების საზღვაო ექსპორტი 55%-ით შემცირდა. Reuters-ის ცნობით, ივლისში გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით რუსული ნავთობპროდუქტების ექსპორტი 54.7%-ით შემცირდა – 3.93 მილიონ ტონამდე. საშუალო დღიური მაჩვენებლებით, ივნისთან შედარებით, გადაზიდვები 33.3%-ით შემცირდა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა რიგი მსხვილი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაბომბეს. ზარალმა ქარხნები აიძულა, დაუგეგმავი რემონტი დაეწყოთ, რამაც შეამცირა ნავთობის გადამუშავება, საწვავის წარმოება და ექსპორტი. ყველაზე მეტად გადაზიდვები მურმანსკისა და არხანგელსკის პორტებით შემცირდა – 85.4%-ით ივნისთან შედარებით, 44 ათას ტონამდე. შავი და აზოვის ზღვების პორტებით რუსეთმა 1.25 მილიონი ტონა ნავთობპროდუქტების ექსპორტირება მოახდინა, რაც… The post ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების შედეგად რუსეთის ნავთობპროდუქტების საზღვაო ექსპორტი 55%-ით შემცირდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →