,,აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს” – ჰეგსეტი
აშს-ს თავდაცვის მდივანის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს. მისი თქმით, აშშ ფლობს საკმარის საზღვაო რესურსს რეგიონში ხომალდების როტაციისთვის. ეს კი, მისი შეფასებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას აძლევს, ირანზე ეკონომიკური წნეხი საჭიროებისამებრ დიდხანს გააგრძელოს. „აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტს შეუძლია ასეთი ბლოკადა განუსაზღვრელად შეინარჩუნოს, ვინაიდან ჩვენ უზრუნველვყოფთ ხომალდების როტაციას, როგორც ეს აქამდე ხდებოდა და კვლავაც გაგრძელდება“, – განაცხადა ჰეგსეტმა პანამაში ჟურნალისტებთან საუბრისას. The post ,,აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს” – ჰეგსეტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →