სიახლე

ცნობილია, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბიჭის ვინაობა

მედიაცენტრი

ხაშურში, სოფელ გომის მიმდებარედ ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად დაღუპული, მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცია. გლოვობს მისი სოფელი ნახურცილავო დედისერთა ბიჭს, დავით კაკულიას. „ნათელი მის სულს, რატომ გაიმეტე უფალო სიკვდილისთვის, როგორ გამწარდა ოჯახი გამისკდა გული. ვაიმე შენს დედას, რატომ უფალო… დათუჩა ჩემო სასწაულო, რატო წახვედი ასე უდროოდ რატო“, – წერენ ახლობლები სოციალურ ქსელში. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. შედეგად მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. გარდაცვლილია მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. The post ცნობილია, ავტობანზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბიჭის ვინაობა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი