სიახლე

,,თუ სომხეთი კონკრეტულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მოსკოვი სომხური პროდუქციის იმპორტს აღადგენს” – რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მედიაცენტრი

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თუ სომხეთი კონკრეტულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ოფიციალური მოსკოვი სომხური პროდუქციის იმპორტს აღადგენს. მედიის ცნობით, ამ საკითხის შესახებ ალმათიში რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოქსანა ლუტმა და სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა შეხვედრის დროს ისაუბრეს. „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის სომეხი მწარმოებლების მიერ საკუთარი ნედლეულის გამოყენება, პესტიციდების კონტროლი და სხვა სავალდებულო მოთხოვნების დაცვა ამჟამად შეზღუდვების ქვეშ მყოფი პროდუქციის იმპორტის განახლების მთავარი პირობაა“, – წერია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. The post ,,თუ სომხეთი კონკრეტულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მოსკოვი სომხური პროდუქციის იმპორტს აღადგენს” – რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი