სიახლე

ალექსანდრე მენაბდე: პაატა კუნჭულიას გადადგომა “ოცნების” შიდა კლანური ბრძოლის მკაფიო გამოვლინებაა

GuriaNews

ოზურგეთის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალექსანდრე მენაბდე ოზურგეთის მერის, პაატა კუნჭულიას თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. მენაბდის თქმით, კუნჭულია მერობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა გავლენის ჯგუფმა შეარჩია არა კომპეტენციის, არამედ საკუთარი ინტერესების გაფართოების მიზნით. მისივე შეფასებით, პროცესს ოპოზიციურმა საარჩევნო ბოიკოტმაც შეუწყო ხელი. „შედეგად მივიღეთ მერი, რომელიც ანგარიშვალდებული იყო არა ამომრჩეველთა, […] The post ალექსანდრე მენაბდე: პაატა კუნჭულიას გადადგომა “ოცნების” შიდა კლანური ბრძოლის მკაფიო გამოვლინებაა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ოზურგეთის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალექსანდრე მენაბდე ოზურგეთის მერის, პაატა კუნჭულიას თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არავისთვის ყოფილა.

მენაბდის თქმით, კუნჭულია მერობის კანდიდატად „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა გავლენის ჯგუფმა შეარჩია არა კომპეტენციის, არამედ საკუთარი ინტერესების გაფართოების მიზნით. მისივე შეფასებით, პროცესს ოპოზიციურმა საარჩევნო ბოიკოტმაც შეუწყო ხელი.

„შედეგად მივიღეთ მერი, რომელიც ანგარიშვალდებული იყო არა ამომრჩეველთა, არამედ იმ გავლენის ჯგუფის წინაშე, ვინც ის თანამდებობაზე დანიშნა. შესაბამისად, გადადგომაც ამავე ლოგიკით მოხდა და არა მოქალაქეთა წინაშე პასუხისმგებლობის განცდით. ეს ამბავი “ოცნების” შიდა კლანური ბრძოლის ერთ-ერთი მკაფიო გამოვლინებაა და შემდეგ კანდიდატსაც იმავე პრინციპით შეარჩევენ, ოღონდ ამჯერად — გავლენის სხვა ჯგუფი“, — აცხადებს მენაბდე.

მენაბდე აღნიშნავს,  რომ კუნჭულიას მერად არჩევა დიდი შეცდომა იყო, რადგან მან თანამდებობაზე ერთი წელიც კი ვერ გაძლო და მუნიციპალიტეტის პრობლემების მოგვარება ვერ შეძლო.

ალექსანდრე მენაბდე იმედოვნებს, რომ მომავალ არჩევნებზე ოზურგეთელები ბოიკოტის ნაცვლად აქტიურ მონაწილეობას აირჩევენ, უარს ეტყვიან კორუფციასა და კლანურ მმართველობას და მხარს დაუჭერენ კომპეტენტურ, კეთილსინდისიერ თვითმმართველობას.

The post ალექსანდრე მენაბდე: პაატა კუნჭულიას გადადგომა “ოცნების” შიდა კლანური ბრძოლის მკაფიო გამოვლინებაა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი