ცნობილია, ვინ მიიღებს სასკოლო სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ
ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება 2026-2027 სასწავლო წელს I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან. შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ინიცირებული 2026 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივი მიწოდება არაუგვიანეს 10 სექტემბრისა დასრულდება. ბეჭდვისა და დისტრიბუციის პროცესი 32 დასახელების სასწავლო გამოცემასა და ჯამში 1 533 339 ეგზემპლარს მოიცავს. აქედან 1 340 044 ეგზემპლარი უშუალოდ საჯარო სკოლებს გადაეცემა. სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ: საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს; კერძო სკოლების იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა… The post ცნობილია, ვინ მიიღებს სასკოლო სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →