სუს-მა თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 6 ადამიანი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინებების საფუძველზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავეს – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა. უწყების ცნობით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელიც საქართველოს ოთხ მოქალაქესთან ერთად წარმოადგენდა თაღლითურ დანაშაულებრივ ჯგუფს, საქართველოში დროებით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 14 500 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ბინადრობის ნებართვის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა,… The post სუს-მა თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე 6 ადამიანი დააკავა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →