სიახლე

,,უკრაინამ სამარის ოლქში როსკოსმოსის საწარმოს დაარტყა” – ზელენსკი

მედიაცენტრი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის სამარის ოლქში მდებარე „როსკოსმოსის“ ერთ-ერთ მთავარ საწარმოზე – ცენტრ „პროგრესზე“ იერიში მიიტანეს. როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, თავდასხმისას „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტები გამოიყენეს, ხოლო სამიზნე ობიექტი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 900 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, იერიში განხორციელდა „სავასლეიკას“ ავიაბაზასა და უსტ-ლუგაში მდებარე ნავთობობიექტზეც. „ამ ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ გეგმა ხორციელდება და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის სამხედრო პოტენციალი შემცირდეს. მშვიდობა აუცილებელია და ეს რუსეთშიც ნათელი უნდა იყოს, კონკრეტულ ობიექტებზე მიყენებული ზიანის მეშვეობით“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. The post ,,უკრაინამ სამარის ოლქში როსკოსმოსის საწარმოს დაარტყა” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი