რუმინეთში, უკრაინის საზღვართან რუსული დრონი ჩამოვარდა
რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტულჩას ოლქის სოფელ ლუნკავიცასთან, ტყიან ზონაში უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. უწყების ცნობით, ობიექტი მეთვალყურეობის რადიოლოკაციურმა ქსელმა ვერ დააფიქსირა, რადგან ის ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა. ჩამოვარდნის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები და სპეციალიზებული ჯგუფი გაიგზავნა. ადგილობრივი მცხოვრების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ჩამოვარდნამდე დრონი დასახლებული პუნქტის თავზე ფრენდა. გარეგნული იერის საფუძველზე, გამოცემა Militarnyi-მ აპარატი რუსულ დარტყმით დრონ Shahed-136-ად დააიდენტიფიცირა, რომელსაც რუსეთი Geran-2-ის სახელით იყენებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ინციდენტს მსხვერპლი ან მატერიალური ზარალი არ მოჰყოლია, ხოლო სპეციალისტებმა ნამსხვრევები ადგილზე, კონტროლირებადი აფეთქებით გაანადგურეს. შემთხვევა… The post რუმინეთში, უკრაინის საზღვართან რუსული დრონი ჩამოვარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →