სიახლე

პოლონეთში ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა

მედიაცენტრი

პოლონეთში შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი ჩატარდა. ღონისძიებაში 2 000-ზე მეტი სამხედრო, 300 ერთეული ტექნიკა და 60-ზე მეტი საფრენი აპარატი მონაწილეობდა, მათ შორის F-35 ტიპის გამანადგურებლები. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, აღლუმი ვარშავაში არის ღია გზავნილი მოკავშირეებისა და მტრებისთვის იმის შესახებ, რომ ქვეყანა კარგად არის მომზადებული. „ჩვენ გვსურს ომის თავიდან აცილება. ომის თავიდან არიდება შეუძლიათ მათ, ვინც არიან ძლიერები, კარგად მომზადებულები, ჭეშმარიტად დამოუკიდებლები და სუვერენულები“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა და აღნიშნა, რომ პოლონეთის მთავარი საფრთხე რუსეთია, რომელიც უშუალოდ მათ საზღვრებთან აწარმოებს ომს. The post პოლონეთში ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გაიმართა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი