სიახლე

ნატო-ს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო

მედიაცენტრი

ესპანეთის საჰაერო ძალების F-18 გამანადგურებელმა რუმინეთში უცნობი დრონი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს დილით მათმა სათვალთვალო სისტემებმა მოლდოვას საჰაერო სივრციდან შესული საჰაერო სამიზნე დააფიქსირეს, რომელიც გალაციდან დაახლოებით 24 კილომეტრში ჩრდილოეთით მდებარეობდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ესპანეთის საჰაერო ძალების F-18 ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც მიხაილ კოგელნიჩეანუს სახელობის 57-ე საჰაერო ბაზაზე საბრძოლო პატრულირებას ახორციელებდა, სამიზნესთან სარადარო კავშირი დაამყარა და ჩამოგდების ნებართვა მიიღო. გამანადგურებელმა დრონი დილის 5:01 საათზე დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოაგდო. სამიზნის ნამსხვრევების სავარაუდო ჩამოვარდნის ადგილი გალაცის ოლქში, ბელენისა და კუდალბის სოფლებს შორის მდებარეობს. ოლქში საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში… The post ნატო-ს გამანადგურებელმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი