სიახლე

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა

რეგიონალური სიახლეები

სურსათის ეროვნული სააგენტო-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარტვილის, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმეები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოსა და სენაკში, რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ამუშავებდნენ რძეს და აწარმოებდნენ რძის პროდუქტებს. დარღვევის გამო მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ სავალდებულო რეგისტრაციისა და აღიარების მიღებამდე. სააგენტო ბიზნესოპერატორებს...

პირველწყარო →

სურსათის ეროვნული სააგენტო-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარტვილის, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

ინდივიდუალური მეწარმეები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოსა და სენაკში, რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ამუშავებდნენ რძეს და აწარმოებდნენ რძის პროდუქტებს.

დარღვევის გამო მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ სავალდებულო რეგისტრაციისა და აღიარების მიღებამდე.

სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, დარეგისტრირდნენ ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და მიიღონ შესაბამისი აღიარება, რომელიც უვადოდ გაიცემა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში.


მსგავსი