სააგენტო "პარალელი"
“დროა, “ქართული ოცნების” ელიტამ ფეხით დაიწყოს სიარული და ესოდენ საჭირო საწვავი ჩვენს მოძმე რუსეთს პირდაპირ და მოურიდებლად გაუგზავნოს, ყოველგვარი ტყუილებისა და შუამავლების გარეშე” – ზაზა ბიბილაშვილი
ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებლის ზაზა ბიბილაშვილის ირონიული შეთავაზებები “ქართული ოცნების” ელიტისადმი, საწვავთან დაკავშირებით, რუსეთში შექმნილი მწვავე დეფიციტის ფონზე:
“უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად რუსეთის ქალაქ ორსკში ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ სრულად შეაჩერა მუშაობა.
ვგონებ, დროა, “ქართული ოცნების” ელიტამ ფეხით დაიწყოს სიარული და ესოდენ საჭირო საწვავი ჩვენს მოძმე რუსეთს პირდაპირ და მოურიდებლად გაუგზავნოს, ყოველგვარი ტყუილებისა და შუამავლების გარეშე.
აღარაა პრანჭვის დრო! ჩვენს უკან მოსკოვია!!!” – წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.
“დროა, “ქართული ოცნების” ელიტამ ფეხით დაიწყოს სიარული და ესოდენ საჭირო საწვავი ჩვენს მოძმე რუსეთს პირდაპირ და მოურიდებლად გაუგზავნოს, ყოველგვარი ტყუილებისა და შუამავლების გარეშე” – ზაზა ბიბილაშვილი
პარალელი