სიახლე

“სწორია უკრაინელების სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ჩამოქცევას გულისხმობს” – ზურაბ ბატიაშვილი

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “სწორია უკრაინელების სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ჩამოქცევას გულისხმობს” – ზურაბ ბატიაშვილი უკრაინის მიერ რუსული Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრების განადგურების პროცესის რუსეთის ეკონომიკაზე გავლენის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი: “რუსეთის საბანკო სისტემა კი იმიტომ შეიძლება ჩამოიშალოს, რომ Wildberries-ის საწყობებში არსებული საქონელის უდიდესი ნაწილი სწორედ ბანკებიდან გამოტანილი სესხით იყო გამოწერილი; ჩამოსული საქონელი კი დაიწვა და მასთან ერთად დაიწვა ამ ვალების გადახდის საშუალებაც; ცხადია, რომ როდესაც რუსეთის საშუალო […] “სწორია უკრაინელების სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ჩამოქცევას გულისხმობს” – ზურაბ ბატიაშვილი პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“სწორია უკრაინელების სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ჩამოქცევას გულისხმობს” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინის მიერ რუსული Wildberries-ის  ლოგისტიკური ცენტრების განადგურების პროცესის რუსეთის ეკონომიკაზე გავლენის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი:

“რუსეთის საბანკო სისტემა კი იმიტომ შეიძლება ჩამოიშალოს, რომ Wildberries-ის საწყობებში არსებული საქონელის უდიდესი ნაწილი სწორედ ბანკებიდან გამოტანილი სესხით იყო გამოწერილი;

ჩამოსული საქონელი კი დაიწვა და მასთან ერთად დაიწვა ამ ვალების გადახდის საშუალებაც;

ცხადია, რომ როდესაც რუსეთის საშუალო და წვრილი ბიზნესი გაკოტრდება, ვეღარავინ გადაიხდის ბანკის ვალებს;

ბანკების ჩამოქცევა კი სერიოზულ კრიზისს შექმნის რუსეთში. 90-იანი წლები მოენატრებათ;

ამიტომ ძალიან სწორია უკრაინელების სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ჩამოქცევას გულისხმობს;

უკრაინამ ბოლო პერიოდში აშკარად გაზარდა თავისი სამხედრო შესაძლებლობები. ამიტომ უახლოეს დღეებში კიდევ უფრო საინტერესო ამბებს ვნახავთ და მოვისმენთ ამ მიმართულებით;

ქოცები კი იყვნენ რუსეთთან ერთად. მასთან ერთად დასრულდებიან“, – წერს ზურაბ ბატიაშვილი.

“სწორია უკრაინელების სტრატეგია და ტაქტიკა, რომელიც რუსეთის ეკონომიკის ჩამოქცევას გულისხმობს” – ზურაბ ბატიაშვილი
პარალელი


მსგავსი