სიახლე

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ, მასშტაბურ სანქციებს ამზადებს

მედიაცენტრი

ევროკავშირი უახლოეს თვეებში რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების მნიშვნელოვნად გაფართოებას გეგმავს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ შემოდგომაზე წარსადგენი ახალი პაკეტი ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება. კალასის განცხადებით, მოქმედმა სანქციებმა რუსეთის სამხედრო მანქანას უკვე 1 ტრილიონ ევროზე მეტი ზარალი მიაყენა. ახალი შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ კი შავ სიაში შემავალი რუსული სუბიექტების რაოდენობა მესამედით გაიზრდება. მან ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლა საბრძოლო მოქმედებების სრულ დასრულებამდე გაგრძელდება. ახალი სანქციების პაკეტის კონკრეტული დეტალები და ამოქმედების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა. The post ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ, მასშტაბურ სანქციებს ამზადებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი