სიახლე

დასავლეთი და უკრაინა ლათინურ ამერიკაში მოსკოვის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებენ – რუსეთის დაზვერვა

მედიაცენტრი

დასავლეთისა და უკრაინის სპეცსამსახურები ლათინურ ამერიკაში მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან პროვოკაციას ამზადებენ, – ინფორმაციას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ავრცელებს. უწყების პრესრელიზის თანახმად, იგეგმება რუსეთის დადანაშაულება ვენესუელაში, კოლუმბიასა და მექსიკაში ნარკოკარტელებისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფებისთვის იარაღის უკანონო მიწოდებაში. საგარეო დაზვერვის მტკიცებით, ამ მიზნით რეგიონში შეაქვთ უკრაინაში ხელში ჩაგდებული რუსული წარმოების შეიარაღება და მზადდება ყალბი აუდიო-ვიდეომასალები, რომლებიც თითქოსდა ლათინოამერიკელებისთვის იარაღის გადაცემას ადასტურებს. რუსული მხარის შეფასებით, დასავლეთი ამ გზით ლათინური ამერიკის მთავრობების ანტირუსული კურსისკენ ბიძგებას იმედოვნებს. The post დასავლეთი და უკრაინა ლათინურ ამერიკაში მოსკოვის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებენ – რუსეთის დაზვერვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი