2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 19.3 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 900.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3 პროცენტით მეტია, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5 პროცენტით აღემატება. 2025 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.5 პროცენტი შეადგინა. ამასთან, უწყების ანგარიშით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2025 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 44.4 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 22.4 პროცენტით – 426.6 მლნ. აშშ დოლარით, მეორეზეა აზერბაიჯანი 11.3 პროცენტით – 214.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე – თურქეთი 10.6 პროცენტით… The post 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 19.3 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →