სიახლე

ვინ ჩაანაცვლა ირაკლი ახობაძე და რა ხდება ბახმაროში

GuriaNews

გავრცელებული ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ზედამხედველობის სამსახური გაუქმდა. ამავე რეორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა მუნიციპალური ინსპექცია, რომლის ხელმძღვანელად ყოფილი პოლიციელი მალხაზ მამალაძე დაინიშნა. აღნიშნულთან დაკავშირებით „გურია ნიუსმა“ მერიის პრესსამსახურს კითხვებით მიმართა: რა გახდა ირაკლი ახობაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი და ვინ დაინიშნა მის ადგილას? ასევე, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ბახმაროსთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კურორტზე […] The post ვინ ჩაანაცვლა ირაკლი ახობაძე და რა ხდება ბახმაროში appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

გავრცელებული ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ზედამხედველობის სამსახური გაუქმდა.

ამავე რეორგანიზაციის ფარგლებში შეიქმნა მუნიციპალური ინსპექცია, რომლის ხელმძღვანელად ყოფილი პოლიციელი მალხაზ მამალაძე დაინიშნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით „გურია ნიუსმა“ მერიის პრესსამსახურს კითხვებით მიმართა:

რა გახდა ირაკლი ახობაძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი და ვინ დაინიშნა მის ადგილას?

ასევე, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია ბახმაროსთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის კურორტზე უკანონო მშენებლობების დემონტაჟი მიმდინარეობს. კონკრეტულად რომელ შენობებზეა საუბარი და რამდენ ობიექტს ეხება დემონტაჟი?

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბახმაროში სადემონტაჟო სამუშაოები არ მიმდინარეობს.

„დღეისათვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია კურორტ ბახმაროში სადემონტაჟო სამუშაოებს არ ახორციელებს“, _ გვითხრეს პრესსამსახურში.

The post ვინ ჩაანაცვლა ირაკლი ახობაძე და რა ხდება ბახმაროში appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი