სიახლე
,,ისრაელი ღაზადან ჯარებს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე არ გაიყვანს” – ნეთანიაჰუ
მედიაცენტრი
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჯარედ კუშნერს განუცხადა, რომ ისრაელი ღაზადან ჯარებს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე არ გაიყვანს. The Times of Israel-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრა ოთხ საათს გაგრძელდა. CNN-ის ცნობით, კუშნერმა ნეთანიაჰუს მოუწოდა, რომ „მშვიდობის საბჭოს“ ღაზას 15-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განხორციელებას დაბრკოლებები არ შეუქმნას. ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ კვირას აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ღაზას სამშვიდობო გეგმა საჯაროდ უარყო. The post ,,ისრაელი ღაზადან ჯარებს „ჰამასის“ სრულ განიარაღებამდე არ გაიყვანს” – ნეთანიაჰუ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.