სიახლე

იმერეთში 138 783 პენსიონერი ცხოვრობს, რაც რეგიონის მოსახლეობის – 28.2%-ია

MegaTV

საქართველოს მოსახლეობის 23% პენსიონერია, ამაზე მიუთითებს საქსტატისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემი. კერძოდ, საქსტატის ცნობით, საქართველოში სულ 3 941 100 ადამიანი ცხოვრობს, სოცმომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით კი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო პენსიას 900 310 ადამიანი იღებს. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი მეტი პენსიონერი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს, ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 35%, ყველაზე ცოტა – […]

პირველწყარო →

საქართველოს მოსახლეობის 23% პენსიონერია, ამაზე მიუთითებს საქსტატისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემი. კერძოდ, საქსტატის ცნობით, საქართველოში სულ 3 941 100 ადამიანი ცხოვრობს, სოცმომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით კი ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო პენსიას 900 310 ადამიანი იღებს.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი მეტი პენსიონერი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ცხოვრობს, ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 35%, ყველაზე ცოტა – 16% კი აჭარაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს, მოსახლეობის რა წილი მოდის პენსიონერებზე რეგიონების მიხედვით:

თბილისი – 20.2% (პენსიონერები – 277 091; მოსახლეობა – 1 369 400)
  • გურია – 28% (პენსიონერები – 28 309; მოსახლეობა – 101 600)
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 35% (პენსიონერები -10 272; მოსახლეობა – 29 500)
  • კახეთი – 25.4% (პენსიონერები – 76 320; მოსახლეობა – 300 000)
  • იმერეთი – 28.2% (პენსიონერები -138 783; მოსახლეობა 492 500)
  • მცხეთა-მთიანეთი – 23.5% (პენსიონერები – 21 919; მოსახლეობა 93 200)
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 30.7% (პენსიონერები – 91 597; მოსახლეობა – 297 800)
  • სამცხე-ჯავახეთი – 23.6% (პენსიონერები – 36 710; მოსახლეობა – 155 500)
  • ქვემო ქართლი – 21.2% (პენსიონერები – 93 600; მოსახლეობა – 440 100)
  • შიდა ქართლი – 23.3% (პენსიონერები – 57 853; მოსახლეობა -248 400)
  • აჭარა – 16.4% (პენსიონერები – 67 856; მოსახლეობა – 413 200)

მსგავსი