სიახლე
სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სამხედრო აეროდრომი დაბომბეს
მედიაცენტრი
სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბის რეგიონში მდებარე აბუ დუჰურის ექსპლუატაციიდან გამოსული სამხედრო აეროდრომი უცნობმა თვითმფრინავმა დააბომბა. სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, საჰაერო დარტყმა აეროდრომზე თურქეთის სამხედრო დელეგაციის ვიზიტისა და ობიექტის შესაძლო რეაქტივაციის მცდელობების ფონზე განხორციელდა. ობიექტს, რომელიც 2012 წლიდან არ ფუნქციონირებს და სირიის სამოქალაქო ომის დროს მძიმედ დაზიანდა, ამჟამად სირიის თავდაცვის სამინისტროს ძალები იცავენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ აუღია. The post სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე სამხედრო აეროდრომი დაბომბეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.