მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის – თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაციას გეგმავს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც მიმდინარე წლის 3 სექტემბერს დასრულდება. „ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას დედაქალაქის სხვადასხვა რაიონსა და უბანში. ჩვენი მიზანია, ქალაქში შევქმნათ მოწესრიგებული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემო, რომელიც ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს მოემსახურება და რაც მთავარია, ათეულ წლებს გაუძლებს. ამჯერად, ვგეგმავთ აღმაშენებლის გამზირის მნიშვნელოვანი მონაკვეთის რეაბილიტაციას – თამარ მეფის გამზირიდან მარჯანიშვილის მოედნის ჩათვლით. პროექტის… The post მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →