სიახლე
ირანული მხარის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე სანქციების მოხსნამდე დახურული დარჩება
მედიაცენტრი
ირანის პარლამენტის სპიკერის, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფის განცხადებით, თეირანი ჰორმუზის სრუტეს მანამ არ გახსნის, სანამ ნავთობსა და გაყინულ აქტივებზე დაწესებული სანქციები არ მოიხსნება. „ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, ვიდრე ბლოკადა არ გაუქმდება, გაყინული აქტივები არ გამოთავისუფლდება, სანქციები არ მოიხსნება და ყველა ფრონტზე სამხედრო ოპერაციები და მუქარები არ დასრულდება. ირანი მზად არის, მტერს უფრო მძიმე მარცხი მიაყენოს“, – აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა. ღალიბაფის თქმით, ვაშინგტონმა ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული პირობები დაარღვია, რათა თავისი პოლიტიკური მარცხის კომპენსირება მოახდინოს. The post ირანული მხარის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე სანქციების მოხსნამდე დახურული დარჩება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.