სიახლე

როგორია დოღის დროს დაშავებული ბავშვის მდგომარეობა

GuriaNews

ჩოხატაურში, კლინიკა „მედალფაში” მიყვანილი იქნა 7 წლის გოგონა, რომელიც ბახმაროში დოღის დროს დაშავდა. როგორც „მედალფაში” გვითხრეს ბავშვს რამდენიმე ადგილას ჰქონდა ნაკაწრები. „პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. დაკვირვების მიზნით პაციენტი დღეს დარჩება კლინიკაში.” – გვითხრა კლინიკის დირექტორმა ანტონ ხუნდაძემ. როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ბახმაროში დოღის მიმდინარეობისას, ერთ ეპიზოდში მხედარმა ვერ დაიმორჩილა ცხენი და მცირედით გადავიდა […] The post როგორია დოღის დროს დაშავებული ბავშვის მდგომარეობა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →
ჩოხატაურში, კლინიკა „მედალფაში” მიყვანილი იქნა 7 წლის გოგონა, რომელიც ბახმაროში დოღის დროს დაშავდა. როგორც „მედალფაში” გვითხრეს ბავშვს რამდენიმე ადგილას ჰქონდა ნაკაწრები.
„პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. დაკვირვების მიზნით პაციენტი დღეს დარჩება კლინიკაში.” – გვითხრა კლინიკის დირექტორმა ანტონ ხუნდაძემ.
როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ბახმაროში დოღის მიმდინარეობისას, ერთ ეპიზოდში მხედარმა ვერ დაიმორჩილა ცხენი და მცირედით გადავიდა დოღის ტრასიდან. ინციდენტის შედეგად მსუბუქად დაშავდა ბავშვი, რომელიც  ექიმების მეთვალყურეობის მიზნით, იმყოფება კლინიკაში, მოტეხილობები ან სხვა დაზიანებები არ აქვს. დღეს კლინიკაში დარჩება ზედამხედველობის მიზნით.  დოღის პერიოდში ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო უზრუნველყოფილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

The post როგორია დოღის დროს დაშავებული ბავშვის მდგომარეობა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი