,,აშშ-ის ეკონომიკური ტერორიზმი გლობალურ ეკონომიკასა და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის” – აბას არაღჩი
აშშ-ის ეკონომიკური ტერორიზმი გლობალურ ეკონომიკასა და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის – ასე გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ თეირანის წინააღმდეგ გამოცხადებულ „უპრეცედენტო ეკონომიკურ იზოლაციას“. ირანელი დიპლომატის შეფასებით, ვაშინგტონის ახალი შეზღუდვები შიდა პრობლემების გადაფარვას ემსახურება. „ე.წ. ეკონომიკური D-Day ყურადღების გადატანას წარმოადგენს თავად ამერიკის კრიზისიდან: უპრეცედენტო ვალიდან და საპროცენტო ხარჯების ზრდიდან. წარუმატებელი პოლიტიკის გაგრძელება კიდევ უფრო მეტ მარცხსა და ირანელების მტრულ დამოკიდებულებას გამოიწვევს“, – დაწერა არაღჩიმ სოციალურ ქსელ X-ში. The post ,,აშშ-ის ეკონომიკური ტერორიზმი გლობალურ ეკონომიკასა და სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის” – აბას არაღჩი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →