სიახლე

პოლონეთში რუსეთის დაზვერვის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს

მედიაცენტრი

პოლონეთში დაკავებულია უკრაინის მოქალაქე სერგი პ., რომელიც რუსეთის დაზვერვის დაკვეთით უკრაინის სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლის მკვლელობას გეგმავდა. გამოძიების მონაცემებით, ეჭვმიტანილმა უკრაინის ქალაქ ირპინში სამიზნე პირის ავტომობილის ქვეშ დისტანციურად მართვადი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა დაამონტაჟა. მექანიზმი, რომელიც მობილური ტელეფონით უნდა ამოქმედებულიყო, ტექნიკური გაუმართაობის გამო არ აფეთქდა. მკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ეჭვმიტანილი პოლონეთში გაიქცა, სადაც ის ვარშავაში დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 15 წლიდან უვადო პატიმრობა ემუქრება. The post პოლონეთში რუსეთის დაზვერვის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობისთვის უკრაინის მოქალაქე დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი