სიახლე

სერბეთმა ტყის ხანძრებთან საბრძოლველად დახმარებისთვის რუსეთს მიმართა

მედიაცენტრი

სერბეთმა დელიბლატოს უდაბნოს ნაკრძალში გაჩენილი ტყის ხანძრის ჩასაქრობად დახმარებისთვის რუსეთს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს „ილ-76P“-ის ტიპის სახანძრო თვითმფრინავი ჩაერთო, რომელიც ქალაქ ნიშში ოთხშაბათს ჩაფრინდა. მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრი არ არის, ქვეყანა ორგანიზაციის სამოქალაქო დაცვის მექანიზმით სარგებლობს. თუმცა, სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლუკა შაუშიჩის განმარტებით, ევროკავშირში შესაბამისი სიმძლავრის თავისუფალი თვითმფრინავის არარსებობის გამო, რუსული სპეცტექნიკის ჩართვა აუცილებელი საჭიროება გახდა. დელიბლატოს უდაბნოს ნაკრძალში ხანძართან ბრძოლა უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. The post სერბეთმა ტყის ხანძრებთან საბრძოლველად დახმარებისთვის რუსეთს მიმართა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი