სიახლე

ხარკოვის ოლქზე რუსეთის დრონების შეტევას 4 ადამიანი ემსხვერპლა

მედიაცენტრი

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ჩუგუევის რაიონის სოფელ ლებიაჟიეზე 6 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იერიშის შედეგად 5 კერძო საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, სრულად განადგურდა 3 საცხოვრებელი შენობა, ხოლო 20 დაზიანდა. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, თავდაპირველად ცნობილი გახდა ორი ქალის დაღუპვის შესახებ, მოგვიანებით კი მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ორი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც. The post ხარკოვის ოლქზე რუსეთის დრონების შეტევას 4 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი