რუსეთი აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების შემცირებას მიესალმება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, მოსკოვი მიესალმება ვაშინგტონის გადაწყვეტილებას სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობის შემცირების შესახებ. ზახაროვას თქმით, რუსეთი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ნაწილია და არაერთხელ გააფრთხილა შტატები, რომ ასეთი წვრთნები რეგიონული უსაფრთხოებას დესტაბილიზაციის საფრთხეს უქმნიდა. ,,ნებისმიერი ზომა, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის პოტენციალის შემცირებას და უსაფრთხოების რისკების მინიმიზაციას, მხოლოდ მისასალმებელია” – განაცხადა ზახაროვამ. სამხრეთ კორეამ და აშშ-მა ყოველწლიური სამხედრო წვრთნების ხანგრძლივობის 11-დან 5 დღემდე შემცირების შესახებ 19 აგვისტოს გამოაცხადეს. აღნიშნული გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის განკარგულებას მოჰყვა, რომელიც ერთობლივ სწავლებებში ამერიკული მხარის მონაწილეობის არსებით შემცირებას ითვალისწინებს. The post რუსეთი აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების შემცირებას მიესალმება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →