სიახლე
ნიგერიაში ნავის ჩაძირვას, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა
მედიაცენტრი
ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით, სოკოტოს შტატში, ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა. ნაპოვნი ცხედრებიდან 40-მდე მცირეწლოვანია. ადგილობრივების ინფორმაციით, ნავზე, რომელიც გადაჭარბებული მგზავრთნაკადის გამო ჩაიძირა, 70-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, ძირითადად ფერმერები და ბრინჯის მოსავლის ასაღებად დაქირავებული მუშები. უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა და გადატვირთული ტრანსპორტი ნიგერიის მდინარეებზე მსგავსი ტრაგედიების ხშირ მიზეზად რჩება. The post ნიგერიაში ნავის ჩაძირვას, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.